პორტალი:არქიტექტურა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რედ. რჩეული სტატია
სტოას რეკონსტრუქცია თანამედროვე ათენში.

ათალოსის სტოა ათენის აგორაში სტოას ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია. იგი ააგო პერგამონის მეფე ათალოს II-მ, რომელიც ძვ. წ. 159-138 წლებში მეფობდა.

ჰელენისტური ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნით სტოა გაცილებით ორნამენტული და ვრცელი იყო ვინემ ძველი ათენის ადრეული შენობები. სტოას ზომებია 115x20 მ; ნაგებია მარმარილოთა და კირქვით. თავისი დროის სხვა შენობებისგან გამოირჩევა იმით, რომ დორიული წყობა გამოყენებული იყო პირველი (მიწის) სართულისთვის იონიური ქვედა შიდა კოლონადით, მაშინ როცა იმ დროის შენობებში ძირითადად ერთი ორდერი გამოიყენებოდა. ყველ სართულს ჰქონდა ორი ბაქანი და ოცდაერთი ოთახი დასავლეთის კედლის გასწვრივ. ორივე სართულის ოთახები განათებული იყო კარისა და მცირე ფანჯრების ღიობებით უკანა კედელზე. მეორე სართულზე ამავალი კიბეები მდებარეობდა სტოას ორივე ბოლოში. ზედა სართულის შიდა ორდერი ახალი პერგამენისა იყო, რაც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის.

სტოა საჩუქარი იყო ქალაქ ათენისთვის, მადლობის ნიშნად იმ განათლებისთვის რომელიც პერგამონმა იქ მიიღო. ამის დასტურად ნაგებობას აქვს ქვაში ნაკვეთი სტელა წარწერით "აგებულია ათალოს II-ის მიერ, პერგამონის მმართველი ძვ. წ. 159-138 წლებში".

რედ. თვის ბიოგრაფია
ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი (Zaha Hadid, არაბ.: زها حديد), ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი (*31 ოქტომბერი, 1950) წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი.

მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონკონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ მასტერპლანის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.

რედ. იცოდით, რომ...
ვიბორგის ბიბლიოთეკა
რედ. ციტატები
ვიკიციტატა
«მომავლის არქიტექტორი ბუნების მიბაძვით შექმნის, ვინაიდან ეს არის ყველაზე რაციონალური, ხანგრძლივი და ეკონომიური ყველა მეთოდთაგან.»
რედ. მიმდინარეობები

არტ-დეკოარტ-ნუვოახალი ქალაქიახალი ურბანიზმიბაროკობაუჰაუზიბოზ-არტიბიდერმაიერიბრუტალიზმიბიზანტიურიგოთურირჩეულიგუგიდეკონსტრუქტივიზმიესპანური კოლონიური სტილივიქტორიანული არქიტექტურაექსპრესიონიზმიფუტურიზმიინდურიიტალიანატიიაპონურიკათედრალურიკლასიკურიკონსტრუქტივიზმიმეორე იმპერიამოდერნიმოდერნიზმინაცისტურინეობიზანტიურინეოკლასიციზმიპაგოდასპარსულიპოსტმოდერნიზმირეტროფუტურიზმიროკოკორომანულირუსულისაერთაშორისო სტილისიცილიური ბაროკორჩეულისტალინიზმისუდანო-საჰელიურიჩიკაგოს სკოლაჩინურირჩეულიქალაქი-მშვენიერი

რედ. კატეგორიები

არქიტექტურა : ქვეყნების მიხედვითარქიტექტურის ისტორიამიმდინარეობებიელემენტებივენის არქიტექტურათბილისის არქიტექტურაისლამური არქიტექტურამსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიმსოფლიოს უმაღლესი ნაგებობებიპრაღის არქიტექტურასასახლეებისაქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებიტაძრებიქრისტიანული არქიტექტურაურბანისტიკაშენობა-ნაგებობებიშუა საუკუნეების არქიტექტურაცათამბჯენებიხიდები

რედ. კვირის პროექტი

მოგვეშველეთ მიმდინარეობების შევსებაში.


რედ. რჩეული ფოტოსურათი
შატო შენონსო

შატო შენონსო (ფრანგ. Château de Chenonceau, შენონსოს სასახლე) — ამავე სახელწოდების სოფელში მდებარე სასახლე, საფრანგეთის დეპარტამენტ ენდრ და ლუარაში (საფრანგეთი). სასახლე განთქმული იყო, როგორც ანრი II-ის ფავოროტი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო. ანრის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა დიანას სასახლე შომონ-სიურ-ლუარიში გაუცვალა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აქ სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული.

სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება

პირადი ხელსაწყოები
  • .
ნავიგაცია
მონაწილეობა
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე

dj na wesele glasses konferencje odzież ochronna buty dalbello