კილო...
ვიკიპედიიდან
კილო... (ფრანგ. kilo... < ბერძნ. chilioi - ათასი), თავსართი იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 1000 ამოსავალ ერთეულს. შემოკლებული არნიშვნებია: ქართ კ, საერთაშორისო - k. თავსართი იწერება ამოსავალი ერთეულის სახელწოდებასთან ერთად. მაგ., 1 კმ (კილომეტრი)=1000 მ. მიიღეს საზომთა მეტრული სისტემის დადგენისას.