თარგი:სიახლეები
ვიკიპედიიდან
- რუსეთმა უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა.
- ერთკვირიანი საჰაერო დაბომბვის შემდეგ ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში შევიდნენ.
- ჩინეთის პროვინცია შანდუნის ქალაქ ჟუჩენთან (რეგიონი სურათზე) აღმოაჩინეს დინოზავრების გაქვავებული ნარჩენების მსოფლიოში უდიდესი სამარხი.
- სლოვაკეთი ევროზონის მე-16 წევრი ქვეყანა გახდა.
- ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გაცვლითი კურსი რეკორდულად დაეცა და ევროს გაუსწორდა.
- გვინეის პრეზიდენტი ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.
- უძველესი ქალაქი ვარის ნანგრევები აღმოაჩინეს ჩრდილოეთ პერუში.
სიახლეებში ნახსენებია ახალი ამბები და ბმულები სტატიებზე, რომლებიც მოცემული დროისთვის აქტუალურია; ანუ, ენციკლოპედიური სტატიები, რომლებიც განახლებულია მიმდინარე მოვლენის გაშუქებით; აქ არ არის საჭირო ტრივიალური სიახლეების ჩასმა. მთავარ გვერდზე ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად, ამ გვერდის რედაქტირება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.