ესეი
ვიკიპედიიდან
| ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას ესსე. (განხილვა) |
ესეი (გერმ., ინგლ., essay, ფრანგ. essai - ცდა, ნარკვევი), კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; ლიტერატურული, ფილოსოფიური, ესთეტიკური, მორალური და სოციალური პრობლემების თავისუფალი განხილვა. მკაცრი მეცნიერული განხილვისაგან განსხვავებით, ესეიში დასაშვებია უფრო სუბიექტური, გაბედური ჰიპოთეზები და განზოგადოებები. ესეი, როგორც ჟანრის აღმნიშვნელი ტერმინი, დაამკვიდრა მიშელ მონტენმა ("Essais" - "ცდები", 1580). მასთან ერთად ესეის მამამთავრად ითვლება ფრანსის ბეკონი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მონტენის წინამორბედებად პლუტარქეს და სენეკას მიიჩნევდა. თანამედროვე ესეისტური სტილის დამფუძნებლები არიან ფ. შლეგელი, ჰ. ჰაინე და ა. შოპენჰაუერი. ქართულ მწერლობაში ესეები შექმნეს გ. ქიქოძემ, კ. გამსახურდიამ, ა. გაწერელიამ და სხვა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 212, თბ. 1979