დიალექტოლოგია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიალექტოლოგია ენათმეცნიერების დარგია, რომელიც სწავლობს ისეთ არასტანდარტიზებულ ენობრივ ნაირსახეობებს, როგორიცაა დიალექტები.

სექციების სია

[რედაქტირება] დიალექტოლოგიის მეთოდები

[რედაქტირება] შინაგანი აღწერა

შინაგანი აღწერა დიალექტოლოგიაში გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოყოფენ და იკვლევენ მოცემული დიალექტის ფონეტიკის, ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსისა თუ სემანტიკისთვის დამახასიათებელ შტრიხებს. ამ მხრივ დიალექტური აღწერა თითქმის არაფრით განსხვავდება სინქრონული ლინგვისტური აღწერისგან.

[რედაქტირება] კონტრასტული აღწერა

დიალექტოლოგიაში შესაძლოა ერთი და იმავე ენობრივი ოჯახის ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე დიალექტის ურთიერთშედარება მოხდეს. ამ დროს ხშირად ლინგვისტური გეოგრაფიის გამოკითხვებს მიმართავენ, რაც საშუალებას იძლევა აღიწეროს მოცემული ენობრივი ოჯახის წევრებისათვის სპეციფიური ნიშნების სივრცობრივი განაწილება. ამგვარი გამოკითხვები ხშირად ლინგვისტური ატლასების შექმნას ედება საფუძვლად და ენობრივ მახასიათებლებს შორის საზღვრების გამოკვეთით დიალექტებს შორის განსხვავებების გარჩევის საშუალებას იძლევა. ამგვარი საზღვრები იზოგოსების სახელითაა ცნობილი. განსხვავებების აღსაწერი მეორე ტექნიკა არის დიალექტომეტრია, რომელიც მდგომარეობს დიალექტური რუქის რამდენიმე წერტილს შორის დაპირისპირებათა რაოდენობრივ გაზომვაში.

[რედაქტირება] გენეტიკური აღწერა

ეს მეთოდი ხშირად დიაქრონიულ (ანუ ისტორიულ) შესწავლასთან არის ასოცირებული, რომლის მიზანია აჩვენოს საერთო წყაროდან წამოსული დიალექტების განსხვავებული განვითარება და ამით ახსნას მათი ფორმირება (ეს არის ე.წ. დიალექტური დიფერენციაციის ანუ დიალექტიზაციის პროცესი.

[რედაქტირება] ანთროპოლოგიური აღწერა

აღნიშნული მეთოდი სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში დიალექტური ნაირსახეობების ხმარებას, მაგ, დიალექტების ლექსიკის შეპირისპირებით მოცემული საზოგადოების ადათ-წესების, ჩვეულებების, რწმენისა თუ ორგანიზაციისადმი. ამ მხრივ დიალექტოლოგია უახლოვდება ანთროპოლოგიას (აქედან გამომდინარე ანთროპოლინგვისტიკასაც) და ფოლკლორის მეცნიერულ შესწავლას.

[რედაქტირება] სოციოლინგვისტური აღწერა

სოციოლინგვისტური მეთოდით დიალექტოლოგია სწავლობს მოცემულ საზოგადოებაში არსებულ ენობრივ ნაირსახეობებს შორის დამოკიდებულებასა და კონკურენციას (დიგლოსიის სიტუაცია). მას შეუძლია შეისწავლოს ის დამოკიდებულებები და წარმოდგენები, რომლებიც მოცემული ენობრივი ნაირსახეობის მომხმარებლებს გააჩნიათ ამ დიალექტის მიმართ. ამ თვალსაზრისით, დიალექტოლოგია სოციოლინგვისტიკის ნაწილია.

[რედაქტირება] დიალექტოლოგიია ისტორია

დიალექტოლოგია საფუძველს იღებს გერმანელი ენათმეცნიერის, ჯორჯ ვენკერის ნაშრომებში. ხოლო როგორც მეცნიერება იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა შვეიცარიელმა ჟიულ ჟიიერონმა. დიალექტოლოგიის სახელი კი მას პროფესორმა ჟან ჰაუსტმა უწოდა.

დიალექტოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ საზოგადოებებში, რომლებიც ცდილობენ თავიანთი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის ხაზგასმას, კულტურული და ენობრივი უმცირესოებებისთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.

პირადი ხელსაწყოები
  • .
ნავიგაცია
მონაწილეობა
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე

Kulczyk dekoracje Rachunkowość poduszki do karmienia hypertherm