ალუვიონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალუვიონი, ალუვიური ნალექი (ლათ. alluvio — ნარიყი, ნაყარი), მდინარეული ნალექი. შედგება გამოფიტვით და უშუალოდ მდინარეული წყლის მოქმედებით დაშლილი ქანების სახვადასხვაგვარად დამუშავებული და დახარისხებული მასალისაგან, რომელიც გრანულომეტრიული შედგენილობით შეიძლება იყოს კაჭარი, რიყის ქვა, ხვინჭკა, ქვიშა, თიხნარი და თიხა. მდინარეების ჭალა და ტერასები უმეტესად ამ ნალექებითაა აგებული. ალუვიონისთვის დამახასიათებელია ირიბი შრეობრივობა. ძველ დანალექ წყებებში იგი, ჩვეულებრივ, შეცემენტებულია და წარმოდგენილია მკვრივი ნამსხვრები ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და სხვა). ალუვიონი ზოგჯერ ძვირფას მინერალთა (პლატინა, ოქრო და სხვა) ქვიშრობია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
  • .
ნავიგაცია
მონაწილეობა
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე

karty magnetyczne noclegi wisła wiadomości meble biurowe LODÓWKA SAMSUNG RL 34EGPS1